Fátima

Fátima
2020-10-07

Advertising-რეკლამა

კონკურენცია თანამედროვე სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. ამ კონკურენტულ გარემოში ბაზარზე თავის დამკვიდრება და პოზიციების განმტკიცება კი დღითი დღე რთული ამოცანა ხდება,  პოტენციური მომხმარებლების დარწმუნება და არსებული მომხმარებლების შენარჩუნება უფრო და უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ბიზნესის წარმატებისა და წინსვლისთვის ორგანიზებული სარეკლამო კამპანია აუცილებელი პირობა ხდება. რეკლამა კომპლექსური მარკეტინგული საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც სტიმულირებას აძლევს მომხარებელს რომ გადადგას ნაბიჯი პროდუქტისა და მომსახურებისკენ.

რეკლამის ისტორია 5000 წელს ითვლის, პირველი “სარეკლამო” ტექსტები ჯერ კიდევ ეგვიპტურ პაპირუსებზე იყო დაწერილი, სადაც მიწისა და მონების გაყიდვის შესახებ იუწყებოდნენ.

ერთის მხრივ, რეკლამა აწვდის მომხმარებელს აუცილებელ ცნობებს პროდუქციის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, ინფორმაცია ადამიანზე ახდენს ემოციურ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და შთააგონებს ამ პროდუქციის ყიდვას.

რეკლამის პროფესიონალები იყენებენ მრავალფეროვან, ვიზუალურ,მხატვრულ და გრაფიკულ გამოსახულებებს, რათა რეკლამას მიანიჭოს მეტი მომხიბვლელობა.

რეკლამის ძალა იმაშია, რომ დარწმუნდეს პოტენციური მყიდველი პროდუქციის სარგებლობაში და მიიღოს აუცილებელი ყიდვის გადაწყვეტილება რეკლამის შემქმნელის ამოცანაა, იპოვოს რეკლამის წარდგენის ისეთი მეთოდი, რომელიც დაამახსოვრდება ადამიანს.

ახლა ცოტა რამ რეკლამის შესახებ:

დღეს რეკლამირებისთვის უამრავი საშუალება გამოიყენება ესაა, გაზეთები, ტელევიზია, ფოსტა, ინტერნეტი, თანამგზავრული და საკაბელო ტელევიზია.

თავად რეკლამა დამკვეთის მიზნების მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფა ესაა სავაჭრო მარკის რეკლამა; საცალო-სავაჭრო რეკლამა; პოლიტიკური რეკლამა; რეკლამა მყისიერი გამოძახილით; ბიზნეს რეკლამა; კორპორაციული რეკლამა; სოციალური რეკლამა; ინტერნეტ რეკლამა.

მიზნობრივი ჯგუფის მიხედვით რეკლამა ორი ტიპისაა სამომხმარებლო და ბიზნეს-რეკლამა (სავაჭრო პროფესიონალური).

სარეკლამო მიმართვის ხასიათი და თავისებურებანი რამდენიმე სახისაა: ინფორმაციული, დამარწმუნებელი და შემახსენებელი.

მიზნობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების მიხედვით რეკლამა ორგვარია: რაციონალური და ემოციურ-ირაციონალური

განსაზღვრულ სეგმენტზე კონცენტრირებულობის მიხედვით კი რეკლამა შერჩევითია ან მასობრივი.

რეკლამა განისაზღვრება გეოგრაფიულადაც ის შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, საერთო-ეროვნული ან საერთაშორისო.

გავრცელების საშუალებების მიხედვით კი რეკლამა შეიძლება იყოს ბეჭდვითი, რადიო და ტელევიზია, სარეკლამო სუვენირები, პირდაპირი საფოსტო, გარე, გამოფენები და ბაზრობები.

ძლიერი კონკურენციისა და ზღვა-რეკლამების პირობებში უნიკალურობის და გამორჩეულობის შენარჩუნება გადარჩენა-განვითარების აუცილებელი პირობაა, სწორედ ამ გამორჩეულ რეკლამას ქმნის homer.studio გამოცდილი გუნდი.