Fátima

Fátima
2020-10-09

Branding- ბრენდინგი

ბრენდინგი არის პროცესი, რომელიც პროდუქციას პიროვნების თვისებებს ანიჭებს, იქმნება  სახელი, გარეგნობა და ხასიათი, ყოველივე ის, რაც მას კონკურენტებისგან გამოარჩევს და მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. წარმატებული ბრენდინგის საშუალებით, პროდუქცია იძენს იდენტობას და სასურველ ნიშას იკავებს პოტენციური მომხმარებლის გონებაში. 

დიახ, სწორედ პოტენციური მომხმარებლის გონებაში ადგილის დაკავება არის ბრენდინგის მთავარი მიზანი.  მომხმარებელი ბრენდს საკუთარ თავთან უნდა აიგივებდეს და მზად იყოს მისთვის ყველზე ახლობელ ბრენდში გადაიხადოს ფასი, რომელიც შეიძლება ანალოგიური პროდუქტების ფასს აღემატება კიდეც.

წარმატებული ბრენდინგისთვის აუცილებელია იმ მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა, ვისთვისაც იქმნება ბრენდი,  უნდა იყოს პასუხი კითხვაზე - რატომ უნდა აირჩიონ სწორედ ის და არა სხვა, ამისთვის კი აუცილებელია, რომ კონკურენტებსაც კარგად იცნობდეთ და სწორედ იმ მახასიათებლებზე გააკეთდეს აქცენტი, რაც მათგან გამოგარჩევთ..

ბრენდის იდენტობა ბევრ ფაქტორს მოიცავს. ესენია: სახელი, ლოგო, სიმბოლოები, დიზაინი, შეფუთვა, პროდუქტის ან მომსახურების ფუნქციონირება, ის იმიჯი ან ასოციაციები, რომლებიც ადამიანს ამ ბრენდზე ფიქრის დროს თავში მოსდის. ის მოიცავს ბრენდისა და მისი შემქმნელი კომპანიის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებისა და ცოდნის სრულ სპექტრს.

პროდუქციის ბრენდად ქცევის შემდეგ გიჩნდებათ არაერთი უპირატესობა, მომხმარებელი იმახსოვრებს ბრენდირებულ კომპანიის ვიზუალური სახეს,  უჩნდება მის მიმართ ასოციაციები და უყალიბდება ნდობა.

ბრენდინგი არის მარკეტინგული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს სისტემას თუ როგორ იქმნება სავაჭრო მარკა. ქმნის  საჭირო არხებს, რომ ეს სავაჭრო მარკა მომხმარებელს ოპტიმალურად მიეწოდოს, ეხმარება ბრენდს რომ მისი ღირებულებები მიტანილი იყოს საზოგადოებასთან და მედიასთან.

ბრენდინგი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ესაა იდეა, კვლევა, არსის განსაზღვრა, სახელის შერჩევა, ბრენდის ვიზუალის შექმნა, ბრენდის კონცეფციის შემუშავება, საკომუნიკაციო მეთოდებს განსაზღვრა, თანამშრომლებს დატრენინგება, პროექტის გაშვება, შედეგების ანალიზი.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბრენდინგი პროფესიონალი მარკეტერების საქმეა. homer.studio-ს გამოცდილი გუნდი სწორედ თქვენი უნიკალურობის შექმნისთვისაა მოწოდებული, რათა თქვენ წარმატებულად გაიაროთ გზა იდეიდან ცნობილ და პოპულარულ ბრენდამდე.

კატეგორიები:
ბრენდინგი