Fátima

Fátima
2020-10-11

Graphic Design - გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის მეშვეობით ჩანაფიქრი ფორმას იძენს და სხვადასხვა ვიზუალური ელემენტის შერჩევით და შეხამებით, გარკვეული გზავნილის მატარებელ გრაფიკულ გამოსახულებად გარდაიქმნება.

გრაფიკული დიზაინი - დიზაინის სახეობაა, ის სახვითი და ბეჭდვითი გამოყენებითი ხელოვნების მოდერნიზებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება,

გრაფიკული დიზაინერები ქმნიან და აერთიანებენ სიმბოლოებს, გამოსახულებას და ტექსტს იმისთვის, რათა შეტყობინებას თუ იდეის ვიზუალური სახე მისცენ.

ტერმინი გრაფიკული დიზაინი ჯერ კიდევ 1922 წელს იქნა გამოყენებული ამერიკელი გრაფიკოს-დიზაინერის, ტიპოგრაფის და კალიგრაფის უილიამ ანდერსონ დუიგინსის მიერ, რათა აღეწერა, რა როლი ჰქონდა მას წიგნის დიზაინის შექმნაში.

გრაფიკული დიზაინი ვრცელდება ყველაფერ ვიზუალურზე. ბრენდინგის პროცესში გრაფიკოსი დიზაინარების შრომა უმნიშვნელოვანესია. დიზაინი ეხმარება პროდუქტს და იდეას რომ მას ყურადღება მიაქციონ და მოთხოვნადი გახდეს. ის ეხება საფირმო სტილის ისეთ ელემენტებს როგორიცაა ლოგოტიპი, ფერი, შეფუთვა, ტექსტი. გრაფიკული დიზაინი გამოხატავს თქვენს კომპანიას, ბრენდს, მის ღირებულებებსა და მიზნებს. ამ ყველაფერს ეფექტურად ფუთავს და მარტივი და მიმზიდველი გზით ავრცელებს.

გრაფიკული დიზაინისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალი, ასევე კონცეპტი, რომელიც ამ ვიზუალის მიღმაა. საუკეთესო კი სწორედ ამ ვიზუალის და კონცეპტის ჰარმონიაშია.

 

გრაფიკულ დიზაინში მრავალფეროვანი ფანტაზიისა და შემოქმედებითობის გარდა აუციელებელია თანამედროვე ტენდენციების ცოდნაც, რომელიც  თანამედროვე სამყაროსავით ძალიან ხშირად იცვლება. სათქმელის სიმბოლოებით და საინტერესო ფორმებით გამოსახატად ახალი გზების და საშუალებების მუდმივი ძიებაა საჭირო. homer.studio-ს გამოცდილი გუნდი სწორედ თანამედროვე ტენდენციების ცოდნითა და შემოქმედობითობით გამოირჩევა.

კატეგორიები:
გრაფიკული დიზაინი