Fátima

Fátima
2020-10-13

Photography - ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია გამოგონებისთანავე იქცა ძალიან აქტუალურ დარგად, რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი ჩანს. ყოველდღიურად მსოფლიოში უამრავი ფოტოგამოსახულება იქმნება თუმცა გამორჩეული ფოტოს შექმნა კვლავ საკმაოდ რთულ საქმედ რჩება. გამოსახულების მიღება ათეულობით საუკუნეების წინ იყო შესაძლებელი ე.წ კამერა ობსკურას საშუალებით, თუმცა მიღებული გამოსახულების შენახვა, მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოხერხდა და  ფოტოგრაფიის როგორც დარგის  აღიარებაც  1839 წელს დაკავშირებული იყო არა გამოსახულების მიღებასთან, არამედ სწორედ  გამოსახულების შენახვასთან.

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ფოტოსურათი 1857 წელსაა გადაღებული და მისი ავტორი  ფრანგი გამომგონებელი ჟოსეფ ნისეფორ ნიეფსია. შუქმგრძნობიარე ფირფიტის დაბალი მგრძნობელობის  გამო გადაღებას 8 საათი დასჭირდა. ფოტოსურათზე კი  დაფიქსირებულია ხედი მისი კაბინეტიდან.

თანამედროვე ფოტოგრაფია მრავალ ჟანრს მოიცავს ესაა პორტრეტი, დოკუმენტური ფოტოგრაფია, სოციალური ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია, სპორტის ფოტოგრაფია, არქიტექტურის ფოტოგრაფია, ლანშაფტის ფოტოგრაფია, რეპროდუქცია...

თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარეკლამო ფოტოგრაფია, რომელშიც ფოტოგრაფიის ყველა ჟანრი შედის. ეს არის პორტრეტი, ნატურმორტი, ინტერიერი, პეიზაჟი... რეკლამაში ფოტოგრაფის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოტოგრაფმა ზუსტად უნდა იცოდეს სარეკლამო ფოტოს გადაღების თავისებურებები და  მომგებიანი კომპოზიციის შექმნის წესები და განათების  გამოყენების ხერხები.

ცალკე საკითხია ფოტოგრაფია კინოსა და თეატრში,  რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს და ტექნიკური აღჭურვილობაც სხვაგვარი სჭირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა წვეულებების ფოტოგრაფიაც, რომელიც ორი სახისაა ერთი დოკუმენტური, როდესაც ფოტოგრაფი მოვლენებში ჩაურევლად აფიქსირებს კადრებს და მეორე როდესაც ფოტოსესიის სცენების დაგეგმვა ხდება. შესაძლებელია იყოს დოკუმენტური და მხატვრული ფოტოგრაფიის ნაზავიც.

 

მოკლედ, რომ შევთანხმდეთ,  ფოტოგრაფია უნიკალური წამების დაფიქსირების საშუალებაა. homer.studio-ს ფოტოგრაფები კი ამას ხელოვნებად აქცევენ და უნიკალური მომენტებიდან საუკეთესოს არჩევენ. homer.studio-ს ფოტოგრაფები მუშაობენ სარეკლამო, სამოდელო, ინტერიერის და ექსტერიერის ფოტოგადაღებაში და პროფესიონალურად შესრულებულ უნიკალურ ნამუშევრებს ქმნიან.

კატეგორიები:
ფოტოგრაფი