Fátima

Fátima
2020-10-17

Web and App Development-ვებგვერდის და აპლიკაციის

ინტერნეტი  თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვებგვერდებმა და ვებსერვისებმა ჩაანაცვლეს ბევრი საგანი თუ საქმე. შესაბამისად კომპანიის თუ ინდივიდის წარმატებისთვის უკიდურესად აუცილებელი გახდა მას ინტერნეტ სივრცეშიც ქონდეს გამორჩეული ადგილი. ასეთი ადგილი კი ვებგვერდია. ვებგვერდი სწორად და მარტივად უნდა გადმოსცემდეს ინფორმაციას ბიზნეს საქმიანობის თუ ინდივიდის შესახებ რათა შესაბამისმა აუდიტორიამ ეს მიიღოს და უკუკავშირიც შეძლოს.

ვებგვერდი უნდა იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს, გათვალისწინებული უნდა იყოს მარკეტინგული სტრუქტურა და მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად სამართავი და აღსაქმელი. ამასთან საიტი უნდა იყოს ოპტიმიზირებული ყველა დევაისზე და პლატფორმაზე.

ვებგვერდისთვის დიზაინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი შემუშავება ძალინ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპია. რადგან მომხმარებელი სხვა ინფორმაციის მიღებამდე პირველ რიგში სწორედ ვიზუალურ მხარეს აფასებს. საიტის დიზაინი უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს დამკვეთის სურვილებს.

დიზაინთან ერთან უმნიშვნელოვანესი ელემენტია ვებგვერდის პროგრამული საფუძველიც, მისი ფუნქციონალის, პროგრამული მოდულების შექმნა, ვებგვერდის გამართული და შეუფერხებელი მუშაობისთვის.

არანაკლებ პოპულარული და საჭირო საშუალება ხდება თანამედროვე ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციებიც.

მობილური აპლიკაციები პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე ახალ მიმართულებას წარმოადგენს და ახალი მომხმარებლების, გაყიდვებისა და კომპანიის იმიჯის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდია. კომპანიის მიერ მობილური აპლიკაციის შექმნა ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მას მომხმარებლების მიმართ აქვს და რამდენიმე მიზანს ემსახურება, ესაა - კლიენტების ლოიალურობის გაზრდა, ახალი კლიენტების მოძიება, კომპანიის იმიჯის ამაღლება, გაყიდვების მოცულობის ზრდა.

 

homer.studio -ს სპეციალისტები მუშაობენ იმისთვის რომ თქვენს ვებთან და აპლიკაციასთან ინტერაქცია იყოს ვიზუალურად სასიამოვნო ამასთან თანამედროვე, ფუნქციონალური და მარტივად მოხმარებადი.