ანდრომედა: ყოვლისმომცველი ლოგო

2019 წელს დაარსებულმა Andromeda-მ სწრაფად მოიპოვა ფართო რეპუტაცია, როგორც საქართველოში, თბილისში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ. ჰომერ სტუდიო პირველი დღიდანვე პასუხს აგებდა ბრენდის იდენტობის შექმნასა და ბრენდინგის პრაქტიკის განხორციელებაზე,

უპირველეს ყოვლისა, ჰომერ სტუდიოს შემოქმედებით ჯგუფს უნდა მოეფიქრებინა ბრენდის სახელი. ინდუსტრიის და ბრენდის ღირებულებების შესწავლის შემდეგ შეირჩა სახელი ანდრომედა . სახელი მოდის ანდრომედას გალაქტიკიდან, რომელიც ითვლება დღემდე ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გალაქტიკად. ეს სახელი ასევე მიანიშნებს მითოლოგიურ დედოფალზეც. ეს სახელი მიანიშნებს უსაზღვროობაზე, ჰარმონიასა და ერთიანობაზე.

ბრენდის სახელის ფონის ბექრაუნდის წარმოსაჩენად ლოგოს დიზაინი ღრმად შთაგონებულია თავად გალაქტიკით. დაიხატა ორი მოხრილი ხაზი, რომელიც გალაქტიკაზე მაქსიმალურად მარტივი გზით მიანიშნებს. დამატებული იქნა სხვა დეტალებიც, რათა წარმოჩენილი ყოფილიყო მოძრაობა და სიცოცხლისუნარიანობა, ეს გაკეთდა ორბიტაზე 4 წერტილის დამატებით. ეს წერტილები ასევე შეიძლება 4 ხელჩაკიდებულ ადამიანად ჩაითვალოს, რომლებიც ერთიანობას განასახიერებენ,

რას შეეხება ფერებს, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამ ფერთა პალიტრას განაპირობებენ. დავიწყოთ იქიდან, რომ 3 ფერი (მუქი ლურჯი, წითელი და მწვანე) გაერთიანებულია გრადიენტ ტექნიკით, ამან ხელი შეუწყო ორბიტალური მოძრაობის წარმოდგენასაც. უფრო მეტიც, ამ ფერებიდან თითოეულს შეუძლია აჩვენოს ბრენდის და ლოგოს უნიკალური მახასიათებელი:

მუქი ლურჯი: საიმედოობა, სანდოობა და ავთენტურობა

წითელი: ექსტრავერსია და ვნება

მწვანე: მშვიდობა, ბუნება და უსაფრთხოება

პროფესიონალური ბრენდინგი ჰომერ სტუდიოს გუნდის მიერ

ჰომერ სტუდიოს გუნდი ამაყობს თავისი მრავალფეროვანი ექსპერტებით. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ გამოცდილება მარკეტინგის ყველა სფეროში. ეს იძლევა იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ ყველა ლოგოს დიზაინი, ვებსაიტის შემუშავება ან ციფრული მარკეტინგი  ხორციელდება იმისთვის, რომ შემოსავლების ზრდა გამოიწვიოს. გაიარეთ უფასო კონსულტაცია ჰომერ სტუდიოს ექსპერტებთან და შეიტყვეთ მეტი.

კატეგორიები:
ბრენდინგი