ლოგოს დიზაინი Geo Trip-სთვის

Geo Trip - ტურისტული სააგენტოა, რომელიც დაფუძნებულია თბილისში, საქართველოში. კომპანია მომხმარებელს ევროპაში ტურების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საზღვარგარეთ მოგზაურობის მოთხოვნის ზრდის შესაბამისად გამსვლელი ტურიზმი უფრო კონკურენტული ხდება. სხვა ტურისტული სააგენტოებისგან გამორჩეულად ყოფნა კი ადვილი საქმე არაა. ბრენდის ძლიერი იმიჯის ქონა, კონკურენტებს შორის შესაფერისი პოზიციის დაკავებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Geo Trip– ის წინა ლოგოს დიზაინი არ შეეფერებოდა ამ ბრენდს და მისი მომსახურების გასაოცარ ხარისხს. მას აკლდა შესაბამისი დიზაინი და ვიზუალური იდენტობა, ეს ორი კი ძლიერი ბრენდის იმიჯის შექმნისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მალევე, Geo Trip– მა გადაწყვიტა, რომ მათ სჭირდებათ ლოგოს განახლება და ამისთვის ჰომერ სტუდიოს მიმართა.

როდესაც საქმე ეხება ლოგოს დიზაინს, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ისეთ ატრიბუტებზე, როგორიც არის ინდუსტრია, აუდიტორია და პროდუქტის/მომსახურების ტიპი. როგორც ტურისტული სააგენტოს, Geo Trip-ს აუცილებლად უნდა ქონოდა ვიზუალური იდენტობა, რომელიც მოგზაურობისა და ტურიზმის მსგავსი და მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი იქნებოდა. ახალი ლოგოს შესაქმნელად ჩვენმა ექსპერტებმა გააანალიზეს წინა ლოგო და მისი სუსტი მხარეები. ჩვენ გვსურდა, რომ ახალ ლოგოზე გადასვლა, რაც შეიძლება ნაკლებად მკვეთრად მომხდარიყო, რათა ბრენდის მიმდინარე იმიჯის დაზიანება აგვეცილებინა თავიდან.

Geo Trip-ის ლოგო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ეს არის ტიპოგრაფია და სიმბოლო. ტიპოგრაფია მარტივი უნდა ყოფილიყო, ადვილად წასაკითხი და დასამახსოვრებელი. რაც შეეხება სიმბოლოს,  ჩვენმა დიზაინერმა აფრენილი თვითმფრინავის იდეა შესთავაზა, რაშიც გამავალი ტურიზმის სერვისები იგულისხმება. გარდა ამისა, მწვანე რკალი უსაფრთხო და საიმედო მოგზაურობის შეთავაზებაა.

წითელ და მწვანე ფერებს ამ ლოგოტიპში მნიშვნელოვანი ეფექტი აქვთ. წითელი ფერი მიანიშნებს საქართველოს დროშაზე, მწვანე კი ცნობილია, როგორც უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან ასოცირებული ფერი.

 

როგორია შენი ამბავი?

 

ჰომერ სტუდიოს მომსახურება გადის უბრალო ლოგოს დიზაინის ჩარჩოებიდან, ჩვენი ექსქერტები მზად არიან დაეხმარონ თქვენს ბრენდს, რომ ლოგოს მეშვეობით ამბავი მოჰყვეს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია იმისთვის, რომ გაიგოთ უფრო მეტი ჩვენი შეთავაზებების პაკეტების შესახებ.



კატეგორიები:
ბრენდინგი ლოგოს დიზაინი