Rahma-ს ლოგოს დიზაინი: მოდი, მყუდრო იყოს

Rahma-ს ლოგოს დიზაინი: მოდი, მყუდრო იყოს


Rahma რესტორანი და კაფე შედარებით ახალი სახელია, რომელმაც მოკლე დროში კარგი რეპუტაცია მოიპოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ამ საერთაშორისო რესტორანმა ბევრი მუდმივი მომხმარებელი გაიჩინა, რომლებიც მეგობრებთან დროის გატარებას და გემრიელი სადილის მირთმევას ამ რესტორანში არჩევენ. Rahma-ს რესტორნის შექმნის შემდეგ მათ ბრენდინგისთვის ჰომერ სტუდიოს მიმართეს. მათ სურდათ, რომ ლოგოში გამოხატული ყოფილიყო ის მყუდრო და სტუმართმოყვარე ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს.  ასე რომ ჩვენი მისია დაიწყო.

როდესაც საქმე ეხება ლოგოტიპს, მნიშვნელოვანია, რომ ის ბრენდის მთავარ იდეას გამოხატავდეს, ამ შემთხვევაში Rahma ცდილობდა ისეთი აუდიტორია მიეზიდა, რომელიც მყუდრო, კომფორტულ და მეგობრულ ატმოსფეროს ეძებდა. ეს მახასიათებლები აუცილებლად უნდა ყოფილიყო შერწყმული ლოგოსა და ბრენდინგის სხვა არტრიბუტებში. ამავე დროს ლოგოტიპი ამ ინდუსტრიის შესატყვისი უნდა ყოფილიყო.

ჰომერ სტუდიოს გრაფიკოსების გუნდმა გადაწყვიტა შეემუშავებინა ლოგოტიპი, რომელშიც იქნებოდა ვინტაჟური ელემენტები, მათ შორის შრიფტიც. 50-იანი წლების ატმოსფერო შესანიშნავად ეხამება კაფეს და რესტორანს, რომელთაც სურთ მყუდრო და სტუმართმოყვარე ბრენდის იმიჯის შექმნა. ამის გარდა გრაფიკოს დიზაინერთა გუნდმა ლოგოსთვის შეარჩია ალუბლისფერი წითელი და კრემისფერი. ამ ფერების გვერდიგვერდ განთავსება სითბოს და სიმყუდროვეს აჩვენებს, ეს კიდევ ერთი განაკუთრებულობაა, რომელიც შთაგონებული იყო 50-იანი წლებით.

ზურგს ჩვენ გიმაგრებთ

ყველა ბრენდს აქვს რაღაც მოსაყოლი. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად გამოვარჩიოთ ეს ამბავი და მივიტანოთ თქვენს აუდიტორიამდე.  ნება მოგვეცით ამ მოსათხრობ ამბებში თქვენი ბრენდი დავიმგზავროთ.

დაგვიკავშირდით რომ გაიგოთ მეტი ჰომერ სტუდიოს დიზაინისა და ბრენდინგის სერვისებზე.

 

 

კატეგორიები:
ბრენდინგი ლოგოს დიზაინი