Mr. Robbie - პერსონალური ბრენდინგი

Mr. Robbie - პერსონალური ბრენდინგი

Mr. Robbie- არის რეპუტაციის კიდევ უფრო გაზრდის დიდი ამბიციების მქონე მასტერ შეფი. პერსონალური ბრენდის მეშვეობით აღიარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მას კარიერაში შემდგომი წარმატებების მიღწევაში. დღესდღეისობით პერსონალური ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მნიშვნელობა არ აქვს რითი ხართ დაკავებული, პირად ბრენდს შეუძლია ხელი შეუწყოს უზარმაზარ წარმატებას.  Mr. Robbie-მ ჩვენ მოგვმართა იმის გამო, რომ კარგად იცოდა მისი ბიზნესისთვის პირადი ბრენდინგის უპირატესობები. მზარეულებს ძლიერი პერსონალური ბრენდი საკუთარი თავის და უნარების კულინარიულ ბაზარზე წარმოდგენაში უწყობს ხელს. ეს ასევე შესანიშნავი მეთოდია, რომ ამ ინდუსტრიაში სხვა მზარეულთა შორის გამორჩეული იყოს. ჰომერ სტუდიოში გამოწვევებს მივესალმებით და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა. როგორც ყოველთვის გრაფიკოს დიზაინერების გუნდმა გაანალიზა ბრენდი და მისი აუდიტორია. მრავალი ჩანახატის და მონახაზის შემდეგ, საბოლოო შედეგი მზად იყო. ეს ლოგო შედგება მრავალი ვინტაჟური ელემენტისგან რომელიც ავთენტურობის სიმბოლოა და ასევე 2 R-სგან, რომელიც Mr. Robbie-ს სახელს გამოხატავს. Mr. Robbie-ს ლოგოტიპის სხვა განმსაზღვრელ ასპექტებს წარმოადგენს კულინარიული ინსტრუმენტები, როგორიცაა დანები და ჩანგლები. ამ ლოგოტიპის ფერთა გამო შავსა და წითელს შეიცავს, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ჩართული ბრენდინგის სხვა ასპექტებში. წითელი ფერი, რომელიც ტაქტიკურად  ცეცხლისა და მზარეულობის გამოსახატავად გამოიყენება, ასევე აძლიერებს მადასაც.

თქვენი პერსონალური ლოგოს შექმნა

პერსონალური ლოგოს ფლობა - შესანიშნავი შესაძლებლობაა რომ გაიბრწყინო. როდესაც თქვენი დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალურად, თქვენი ლოგოტიპი წარმოგაჩენთ თქვენს და თქვენს ღირებულებებს საუკეთესოდ. მიიღეთ უფასო კონსულტაცია ჩვენი სპეციალისტებისგან, რათა გაიგოთ ჰომერ სტუდიოს დიზაინის პაკეტების შესახებ,

 

კატეგორიები:
ბრენდინგი