Dixon: შთამბეჭდავი ლოგო ბრენდზე ბევრ რამეს ამბობს

არსებობს ბევრი "ბარბერშოპი", სადაც მამაკაცებს შეუძლიათ თმაზე და წვერზე იზრუნონ. მაგრამ ყველა არაა ისეთი, რომ ადამიანი მას ერთზე მეტჯერ ეწვიოს. იმისთვის რომ კონკურენტებს შორის გამოირჩეოდეთ, უნდა შექმნათ ბრენდის ძლიერი იმიჯი. ბრენდის იმიჯი ეს ის აღქმაა, რომელიც აუდიტორიას თქვენი ადგილის ნახვის შემდეგ ექმნება.

Dixon-ის ლოგოს შექმნა იყო მცდელობა, რომ ნამდვილი ხარისხი წარმოჩენილი ყოფილიყო პერსონალური ბრენდინგის დახმარებით. ჩვენმა მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი ბიზნესის ახალ დონეზე აყვანა სურდა ლოგოს დიზაინისთვის მოგვმართა. როგორც ჰომერ სტუდიოს სხვა პროექტების დროს, ჩვენმა გრაფიკოს-დიზაინერებმა, პირველი შტრიხების მოხაზვამდე, განიხილეს ყველა ასპექტი, რომელსაც ჩვენი მომხმარებლისთვის ჰქონდა მნიშვნელობა და შეისწავლეს სამიზნე აუდიტორია.

სთავაზობს რა ხარისხიან მომსახურებას, 2001 წლიდან, Dixon- სჭირდებოდა რაღაც განსაკუთრებული, რომელიც აჩვენებდა ამ მრავალწლიან გამოცდილებასაც. გარკვეული დროის შემდეგ ჰომერ სტუდიოს გუნდმა შეარჩია პერსონა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავდა Dixon-ის ბრენდს - უბრალო მაგრამ დახვეწილი.

ამ იდეის რეალობაში გადმოსატანად დიზაინერების გუნდმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ნაკლები ფერი და მეტი ფორმა.

Dixon-ის ლოგო ინსპირირებულია ვინტაჟური ელემენტებით და ატრიბუტებით, რომელიც მიმართული სამიზნე მომხმარებლისკენ.

საბოლოო შედეგი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა უფრო კომპლექსური ხდება, რაც უფრო დიდხანს უყურებთ.

ამ ლოგოს კიდევ ერთი მთავარი ასპექტი ლურჯი ფერის გამოყენებაა. ჩვენ გვსურდა რომ Dixon ასოცირებული ყოფილიყო ჰარმონიასთნ, ერთგულებასა და ნდობასთან. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს თვისებები დაკავშირებულია ლურჯთან და ასევე ლურჯი ტრადიციულად კაცის ფერად ითვლება.            

კატეგორიები:
ბრენდინგი