Burger Bar - გემრიელი ლოგოს გადასინჯვა

სწრაფი კვების რესტორნების სწრაფადგანვითარებად ინდუსტრიაში კონკურენციის გაწევა ადვილი საქმე არაამაგრამ ბურგერ ბარმა საწინააღმდეგო დაამტკიცა. ისინი გემრიელი ბურგერების გაკეთებას და შეთავაზებას წარმატებულად ართმევენ თავს 2013 წლიდან. ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ძალისხმევით შრომობს, რათა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ტოპ-ბურგერმა საქართველოში.

ბიზნესის წარმატებისთვის მხოლოდ ძალისხმევა საკმარისი არაა. მიუხედავად იმისა, რომ Burger Bar ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბურგერს გვთავაზობს, რაღაც მაინც აფერხებდათ. Burger Bar-ის ადრინდელი ლოგოს დიზაინი მათ წარმატებას ვერ უზრუნველყოფდა.

Burger Bar-ის ვიზუალური იდენტიფიკაცია რისკის ქვეშ იყო დამდგარი ლოგოს დიზაინის არაეფექტურობის გამოსწორედ ამ დროს დასახმარებლად ჰომერ სტუდიო გამოჩნდა. ჩვენმა გრაფიკოს დიზაინერებმა შეისწავლეს იდეები და გააანალიზეს სამიზნე მომხმარებლები. შედეგად გამოვიდა სწორედ ის რაც Burger Bar- სჭირდებოდა.  Burger Bar-ის ლოგო შეიქმნა არა მხოლოდ ბრენდის იდენტობის უზრუნველსაყოფად, არამედ იმისთვისაც, რომ ბურგერის მაშინვე დაგემოვნების სურვილი აღძრას.

წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერების სწორი ბალანსის წყალობით, Burger Bar-ის ლოგო შიმშილის გრძნობას აღძრავს. ნეირომარკეტინგის ტექნიკა ჩვენი გრაფიკოს დიზაინერების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მიდგომაა. სიმბოლო B.B - შესანიშნავი ბონუსია, რადგან ადვილია ის გამოიყენო შეფუთვაზე და სხვა საფირმო ფუნქციით.

ამ პროექტის კიდე ერთი მთავარი ასპექტი იყო ვინტაჟური ტენდენციების გამოყენება. ჰომერ სტუდიოს გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ახალი ლოგოტიპი ახალი თაობისთვის აქტუალური ყოფილიყო. გრაფიკული დიზაინის ბოლო ტენდენციების გამოყენება კი ამის ერთ-ერთი საშუალება იყო. Burger Bar -ის ლოგოტიპის სხვადასხვა ელემენტში 50-იანი წლების დიზაინს აღმოაჩენთ.

კატეგორიები:
ბრენდინგი