Backpack Tours - ბრენდის ეფექტური განახლება

Backpack Tours- არის სამოგზაურო სააგენტო, რომელიც საქართველოს ღვთაებრივი სილამაზის პროპაგანდას ემსახურება. Backpack Tours- თავგადასავლების მოსაწყობად მომსახურების ფართო პაკეტი აქვს, მათ შორისაა ლაშქრობა და კემპინგიც მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ მოსახურება საქართველოში დაუვიწყარი მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. ეს საოცარი გამოცდილება Backpack Tours-ისთვის  კონკურენტული უპირატესობაა. დიდ შრომას დიდი შედეგების მოლოდინებიც აქვს და სწორედ ამიტომაც Backpack tours-მა ლოგოს განახლება და რებრენდინგი გადაწყვიტა.

როდესაც Backpack Tours-მა ჰომერ სტუდიოს მოაკითხა, მათ ლოგოს არ შეეძლო მათი მომსახურების ნამდვილი ღირებულება წარმოეჩინა. მას აკლდა ვიზუალური იდენტობისა და დიზაინის მნიშვნელოვანი ასპექტები. ახალი დიზაინი უნდა ყოფილიყო ისეთივე სათავგადასავლო და ამბიციური, როგორც თავად ბრენდი. ჩვენი დიზაინერების ჯგუფმა რებრენდინგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

დიზაინის შექმნის პროცესში ჩვენ მაქსიმალური ეფექტისთვის ხატულების გამოყენება გადავწყვიტეთ. ხატულა იგივე icon - ეს არის ორგანიზაციის გამარტივებული ვიზუალური გამოხატულება. პროფესიონალი გრაფიკოს დიზაინერის მიერ შექმნილი ხატულები მინიმალურ დროში ათასობით სიტყვას ამბობენ. მათ აქვთ მრავალფეროვანი პროგრამა, ბეჭდური რეკლამიდან დაწყებული UX დიზაინამდე, ბევრ მარკეტინგულ პრაქტიკას შეუძლია ისარგებლოს ხატულებით. Backpack Tours-ის ხატულები გვიჩვენებს ბრენდი მომსახურებების ზუსტ განმარტებას მინიმალური დიზაინით.

 

Backpack Tours-ის ლოგოსთვის გამოყენებული ფერები ნაცრისფერი და ნარინჯისფერია. ნარინჯისფერი იწვევს სიხარულს, თავდაჯერებულობას, თავგადასავლების სურვილს, ძალას, აღტაცებას და ხალისს. ყველა ეს მახასიათებელი ის ატრიბუტებია, რომლებიც Backpack Tours-ის ბრენდს განსაზღვრავს

ჩვენ ვქმნით ლოგოს, რომელიც ასახავს თქვენი ბრენდის ფასეულობებს

თქვენი ბრენდის ვიზუალური იდენტობა არის ის, თუ როგორ აღგიქვამთ აუდიტორია.  პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ანგარიშგასაწევია, ისევე როგორც ბრენდის ლოგო. ჰომერ სტუდიო შედგება რეკლამის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისაგან. ჩვენ გვსურს რომ თქვენი ლოგოს დიზაინი იყო მომხიბვლელი და ეფექტური და გაზრდის გაყიდვებს. დაგვიკავშირდით, გაგვაგებინეთ უფრო მეტი იმის შესახებ თუ რა გჭირდებათ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

კატეგორიები:
ბრენდინგი