Reno Multibrand: სარეკლამო კამპანია
  Reno Multibrand: სარეკლამო კამპანია
  Reno Multibrand: სარეკლამო კამპანია

Reno Multibrand: სარეკლამო კამპანია

Reno Multibrand-ი ფეხსაცმლისა და აქსესუარების საცალო ვაჭრობის საყოველთაოდ ცნობილი გერმანული კომპანიაა. მის სამიზნე აუდიტორიას ძირითადად წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა, ბრენდის იმიჯი კი სახალისო და ცოცხალია. Reno Multibrand-ს ჰქონდა გამოწვევა - გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციის სარეკლამო კამპანია და ჰომერ სტუდიოს მოაკითხა.

როგორც სხვა სარეკლამო პროექტების შემთხვევაში, ჩვენმა გუნდმა ახლაც აუდიტორიის ანალიზით დაიწყო, რათა შეემუშავებინა სტრატეგია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბრენდის მოლოდინებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კამპანიის რეკლამისა და პრომოუშენის ორ მთავარ მეთოდზე გვემუშავა.

გარე რეკლამა: გარე რეკლამა არის ტრადიციული და მაინც ეფექტური ტექნიკა პროდუქტებისა და მომსახურების პრომოუშენისთვის. სარეკლამო ბილბორდები და ავტობუსის სავარძლები ასეთი რეკლამის ყველაზე ნაცნობი სახეობაა. გარე რეკლამა დაუყოვნებლივ ყურადღებას იქცევს, შედეგად ეფექტური მეთოდის დახმარებით ბრენდის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.

ბროშურები: ბროშურები გამოიყენება პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით სარეკლამო გზავნილის ან ინფორმაციის გადასაცემად. ბროშურების რეკლამისთვის გამოყენება შესანიშნავი რამეა, რადგან ის გვთავაზობს ბრენდის ექსპოზიციას სასარგებლო ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. ბროშურები ეხმარება თქვენს ბრენდს იდენტიფიცირებული იყოს ადამიანების დიდი რაოდენობის მიერ, ისინი შესაძლოა გამოყენებული იყოს ასევე საგანმანათლებლო და მიმზიდველი ინფორმაციის მისაწოდებლად.

მოსალოდნელი იყო, რომ Reno Multibrand-ის კამპანიას ბევრი ადამიანი ნახავდა. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი ბევრს მუშაობდა იმისთვის, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ჩვენი ნამუშევარი სწორ სიგნალს გააგზავნიდა. გარე სარეკლამო კამპანიას ერქვა smiling at the seasons და მიმართული იყო Reno Multibrand-ის ზაფხულის ფეხსაცმლის ასორტიმენტის პრომოუშენისთვის. ჩვენი გრაფიკული დიზაინის გუნდი მუშაობდა ნიმუშებზე, რომლებიც აჩვენებდნენ პროდუქტს ფერებისა და მხიარული გრაფიკის მეშვეობით. ამ კამპანიაში ასევე შედიოდა ბროშურების შექმნა Reno-ს აქსესუარების ჩვენებისთვის. ამ ბროშურების ძირითადი მიზანი იყო აქსესუარების მრავალფეროვნების წარმოჩენა დამაჯერებელი დიზაინის და თვალისმომჭრელი გრაფიკის საშუალებით. საბოლოო შედეგი თავისთავში გულისხმობდა ზაფხულის ატმოსფეროს, ვნებას და მიმზიდველობას ბრენდის ფერების საშუალებით.


პროფესიონალური სარეკლამო კამპანიები ჰომერ სტუდიოსთან ერთად

 

საიმედო სარეკლამო კამპანიას შეუძლია გამოიწვიოს გაყიდვების და ბრენდის ცნობადობის მნიშვნელოვანი ზრდა. ჰომერ სტუდიოს გუნდი შედგება ექსპერტებისგან, რომლებიც კამპანიის თითოეულ ასპექტზე ზრუნავენ.  თქვენი ბიზნესის წარმატებაში დახმარება ჩვენი საბოლოო მიზანია. დაგვიკავშირდით, რომ გაიგოთ უფრო მეტი ჩვენს სარეკლამო კამპანიების შესახებ.



კატეგორიები:
მარკეტინგული კამპანიები ბრენდინგი