ლოგოტიპის დიზაინი უძრავი ქონების სააგენტო "მაკლერებისთვის"

უძრავი ქონების სააგენტო "მაკლერები" 2018 წელს საქართველოში, თბილისში შეიქმნა. როგორც ინტერნეტ-ბიზნესი, დაფუძნებული იყო სხვა ონლაინ რეჟიმში მომუშავე სააგენტოებისთვის კონკურენციის გასაწევად.  ლოგოს დიზაინზე პასუხისმგებლობა ჰომერ სტუდიოს გუნდს ჰქონდა აღებული. ლოგოს ტიპი, რომელიც შერჩეული იქნა, წარმოადგენს ლოგოტიპს. ლოგოტიპი ეს ისეთი სახის ლოგოა, რომელიც ბრენდის სახელის ბაზაზეა შექმნილი. ეს არის მინიმალისტური მიდგომა ბიზნესის ლოგოს შექმნისთვის და ეფექტურია იმ გაგებით, რომ ეხმარება ბრენდის გზავნილის გავრცელებას უბრალო და გასაგები მეთოდით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გადმოცემული იქნას პერსონალური ან ორგანიზაციული ბრენდის კონცეფცია, ბრენდის სახელის და ტიპოგრაფიკის მეშვეობით.

ამ ლოგოტიპმა წარმატებულად განახორციელა ბრენდის იდეის რეალიზება, სწორედ ასეთი ლოგოტიპი სურდა უძრავი ქონების სააგენტო მაკლერებს.

ამ ლოგოს დიზაინის მთავარი ფერი არის მუქი ლურჯი, რომელიც როგორც მეცნიერები ირწმუნებიან მიუთითებს სანდოობაზე, საიმედოობაზე და პასუხისმგებლობაზე. ნარინჯისფერი კი მშვენივრად ავსებს მთავარ ფერს.

 

რატომ უნდა შეარჩიოთ ჰომერ სტუდიო ლოგოს დიზაინისთვის?

ჰომერ სტუდიოს გუნდი მიისწრაფვის საუკეთესო შედეგების მიღწევისკენ. მრავალწლიანმა გამოცდილებამ კრეატიულობასა და ცოდნასთან ერთად ჩვენ საიმედო გუნდად გვაქცია ყველა სახის გრაფიკულ დიზაინთან მიმართებაში. დაგვიკავშირდით რომ გაიგოთ მეტი.

კატეგორიები:
ბრენდინგი