მონოგრამული დიზაინი The Brand-ისთვის

The Brand-ი არის ყოვლისმომცველი ონლაინ ბრენდი, რომელიც მოიცავს მრავალ ძვირადღირებულ ბრენდს. The Brand-ი საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა და წარმატებასაც მიაღწია, რადგან  პროდუქტებს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს.

ლოგოს დიზაინი განხორციელებულია ლოგოტიპის ტექნიკით, რომელიც მოიცავს მონოგრამას ან ასონიშანს, რომელიც შთაგონებულია ბრენდის სახელის ინიციალებით. მონოგრამა ან ასონიშანი არის ლოგო, რომელიც იქმნება ბრენდის სახელის, პროდუქტის და ა.შ ინიციალებით, ეს განასხვავებს მას ლოგოტიპისგან, რომელიც ბრენდის მთელ სახელს შეიცავს.

მონოგრამა მოსახერხებელია, იმიტომ რომ ის საკმაოდ მოკლეა დასამახსოვრებლად. იმ შემთხვევში, როდესაც ბრენდის დასახელება ძალიან გრძელია, ლოგოტიპიც ძალიან გრძელი შეიძლება გამოდგეს. სწორედ ამიტომ ლოგოს პროფესიონალი დიზაინერები ირჩევენ მონოგრამას, რომელსაც მარტივი დიზაინის წყალობის შეუძლია გზავნილის ეფექტურად მიწოდება, რაც ბაზარზე მისი წარმატების შანსებს ზრდის. ფერების თვალსაზრისით, ამ ლოგოს ფერთა პალიტრას შავი და წითელი შეადგენს. შავი ფუფუნებასა და მოდურ ატრიბუტებზე მიუთითებს, რაც The Brand-ის თვითმყოფადობას წარმოადგენს. შავი ასევე არის მუდმივი, კლასიკური ფერი ლოგოს დიზაინის შერჩევისას. წითელი კი გამოიყენება დელიკატური ფორმით შავის გასაფორმებლად. ეს კი კეთდება იმისთვის, რომ ფოკუსირება The Brand-ის ძვირადღირებულ ნატურაზე მოხდეს.

რატომ ირჩევენ ჰომერ სტუდიოს

ჰომერ სტუდიოს დიზაინერთა გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც სწავლობენ თითოეულ დეტალს. ლოგოს დიზაინის შემუშავება ითხოვს სარეკლამო ტექნოლოგიების და ასევე ვიზუალური ესთეტიკის ღრმა ცოდნას. ეს თვისებები არის ჰომერ სტუდიოს დიზანერთა გუნდის ძირითადი მახასიათებლები.  უფასო კონსულტაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, დაგვიკავშირდით.

კატეგორიები:
ბრენდინგი