რეკლამა

რეკლამა არის მარკეტინგის ქვეჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია პროდუქციისა თუ მომსახურების  სხვადასხვა არხებით წარმოჩინებაზე. რეკლამა გეხმარებათ თქვენი მესიჯი სამიზნე აუდიტორიამდე მიიტანოთ. როდესაც თქვენ მიიქცევთ აუდიტორიის ყურადღებას, ამით შეგიძლიათ გაზარდოთ იმის ალბათობა, რომ ისინი თქვენს პროდუქტს იყიდიან ან თქვენი სერვისით ისარგებლებენ. რა გახსენდებათ პირველი როდესაც რეკლამაზე ფიქრობთ? ვიდეორეკლამა? სარეკლამო ბილბორდები ქუჩებში? ფლაერები და კატალოგები? სინამდვილეში, რეკლამა მოიცავს ამ ყველა ასპექტს და კიდევ ბევრს. თითოეული ეს არხი შესაფერისია გარკვეული შეტყობინებების გაგზავნისთვის ან კონკრეტულ აუდიტორიასთან მისასვლელად. თავდაპირველად, მნიშვნელოვანია რომ რეკლამის საფუძვლებს გაეცნოთ.

 

როგორ შეიძლება რეკლამა დაეხმაროს ჩემს ბიზნესს?

 

თქვენი პროდუქციის რეკლამირების საბოლოო მიზანი შემოსავლის გაზრდაა. მაგრამ რეკლამის სარგებელი არ შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლების გამომუშავებით. აქ არის რამდენიმე სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არის  რეკლამა მნიშვნელოვანი.

 

·         ეს ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას

 

 

·         რეკლამას შეუძლია შექმნას მოთხოვნა

 

 

·         პოტენციურ მომხმარებლებს მართავს

 

 

·         წარმოგიდგენთ ახალ პროდუქტებს

 

 

·         ხაზს უსვამს თქვენს განსხვავებულობას

 


რეკლამირების მეთოდები


რეკლამა არის ისეთი გზავნილის გადმოცემის ხელოვნება, რომელსაც შეუძლია, რომ დაგარწმუნოთ. ახლა ეს შეტყობინება შესაძლოა გადმოცემული იყოს მრავალგვარი არხებითა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. დღევანდელ მსოფლიოში ეს მეთოდები შესაძლოა დაიყოს როგორც ტრადიციულ და ციფრულ ჯგუფებად.  აქ მოკლედ მიმოვიხილავთ სხვადასხვა სარეკლამო მეთოდებს, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა.

 

ბეჭდვითი რეკლამა

ბეჭდვითი რეკლამა ტრადიციული რეკლამირების ძველი და ეფექტური ფორმაა. მასში შედის ჟურნალები, გაზეთები, კატალოგები, პერიოდული გამოცემები და ფლაერები. ჰომერ სტუდიოში, ჩვენ გთავაზობთ მაღალხარისხიან გრაფიკულ დიზაინს თქვენი ბეჭდური რეკლამებისთვის.

 

 

ბილბორდები

ბოლბორდების რეკლამა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ბილბორდის რეკლამის მთავრი უპირატესობა ისაა, რომ თითქმის ყველა ინდუსტრიას შეუძლია თავისი პროდუქციის რეკლამირება მოახდინოს და თავისი პოტენციური კლიენტების ყურადღება მიიპყროს.

 

 

ტელე და რადიო რეკლამა

 

 

ტელე და რადიო რეკლამა ალბათ ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ციფრული არხების გაჩენის მიუხედავად სატელევიზიო რეკლამა ისევ ითვლება ყველაზე ეფექტურად, გაიგეთ მეტი ჰომერ სტუდიოს სარეკლამო სერვისების შესახებ.

 

 

 

 

ციფრული რეკლამა

 

 

4 მილიარდი მომხმარებლის მეშვეობით მარკეტოლოგებს შეუძლიათ ინტერნეტში წვდომა ჰქონდეთ ნებისმიერი ტიპის აუდიტორიასთან. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ეს უდავო ასპექტი სწრაფად გახდა შესაფერისი ადგილი რეკლამებისთვის, პროდუქციის წარმოჩენისა და გაყიდვების წარმოებისთვის. გასაკვირი არაა, რომ მარკეტოლოგები ახლა მომხმარებლების ონლაინ ყოფნით სარგებლობენ. თუ თქვენი ბიზნესი ძველებურად ტრადიციულ სარეკლამო ტექნიკას ეყრდნობა, თქვენ ხელიდან უშვებთ უამრავ შემოსავალს.

 

 

ონლაინ რეკლამა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა გზით

 

 

·         ფასიანი საძიებო რეკლამა ან SEM

 

 

·         რეკლამა სოციალურ მედიაში

 

 

·         მობილური რეკლამა

 

 

·         დასპონსორებული შინაარსი

 

 

·         დისპლეი რეკლამა, ნატივი, ბანერი და ა.შ.

 

 

·         რეთარგეთინგი/რემარკეტინგი

 

 

·         იმეილ მარკეტინგი

 

 

·         ა.შ.

 

 

ციფრული სამყაროს შესაძლებლობების სიმრავლემ გამოიწვია უკიდურესად კონკურენტული გარემო და რაც პრობლემას ართულებს მომხმარებლები ახლა უფრო გათვითცნობიერებული არიან ონლაინ რეკლამასთან დაკავშირებით. ანალიტიკური და ფრთხილი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ავტომატურად არ ენდობიან იმას რისი რეკლამირებაც ინტერნეტით ხდება.  სწორედ ამიტომ აუცილებელია მნიშვნელოვანი გავლენის, უნიკალური და გავლენიანი სარეკლამო კამპანიების შემუშავება. საჭიროა გამოცდილება და ღრმა ცოდნა, ონლაინ რეკლამირების წარმატებული პრაქტიკის განსახორციელებლად.

 

 

 

 

ჰომერ სტუდიოს სარეკლამო მომსახურება

 

 

 

რეკლამის სხვადასხვა სახეცვლილებისა და ახალი არხების ზრდის მიუხედავად, ბიზნესს რეკლამა მაინც სჭირდება. ფაქტია, რომ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია ხარისხიანი რეკლამირების მიზნით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება. 

 

 

ჰომერ სტუდიოს სარეკლამო სააგენტო მომართულია თქვენი ბიზნესის ყველაზე ღირებული ასპექტების წარმოსაჩენად. ჩვენი სარეკლამო სტრატეგიები განკუთვნილია თქვენი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად და ბრენდის აღიარების გასაძლიერებლად. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენი და თქვენი ბიზნესის ინდივიდუალიზმს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ერთნაირი მიდგომის პრინციპს.  ჩვენი სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა მორგებული იქნება თქვენს მოლოდინებზე. შეიტყვეთ მეტი ჰომერ სტუდიოს სარეკლამო კამპანიების შესახებ ჩვენს გუნდთან კონტაქტის მეშვეობით.

 

 

სხვა სერვისები