ბრენდინგი

 

ბრენდინგი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან მარკეტინგულ პრაქტიკად ითვლებოდა. მითუმეტეს ახლა, როდესაც ციფრული არხები  ახალ მარკეტინგულ შესაძლებლობებს გვთავაზობენ. თქვენი ბიზნესის ზომისა და ტიპის მიუხედავად, თქვენ ინვესტირება უნდა მოახდინოთ ბრენდინგში, რადგან ეს  პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი პროდუქტის ან მომსახურების წარმოსაჩენად. რა არის ბრენდინგის განმარტება? და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

რა არის ბრენდინგი?

ბრენდინგი ნიშნავს ბრენდის იმიჯის შექმნას, რომელიც მიმართულია სამიზნე მომხმარებლისკენ და აძლიერებს ბრენდის ცნობადობას.  ეფექტური ბრენდინგი იზიდავს აუდიტორიას და ქმნის ძლიერი, სასარგებლო და უნიკალური ბრენდის ასოციაციას. ბრენდინგის პროცესში მარკეტინგის გუნდი მუშაობს ბრენდის სხვადასხვა ასპექტზე, როგორიცაა სახელი, ლოგო, სიმბოლო, სლოგანი, ბრენდის მესიჯები, შეფუთვა და ა.შ. თქვენი მომხმარებლები თქვენი ბრენდის იდენტიფიცირებას და აღქმას ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ახდენენ.

რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?

თქვენი ბრენდი თქვენი ბიზნესის ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტია. ეს არის ის, რაც განგანსხვავებთ კონკურენტებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენი ბრენდზე შექმნილი შთაბეჭდილებამ უნდა გადააწყვეტინოს თქვენს სამიზნე სეგმენტს რატომ უნდა აირჩიოს თქვენი პროდუქტი. არსებობს ბრენდინგის ზოგიერთი ასპექტი, რომელიც მას თქვენი ბიზნესის განუყოფელ ნაწილად ხდის:

·         აღიარება მომხმარებლის მხრიდან: ძლიერი ბრენდი ავითარებს ნდობის გრძნობას უნიკალური ბრენდირება თქვენს პირადობის მოწმობას ჰგავს. როდესაც აუდიტორიას პირველად აქვს კავშირი თქვენს ბრენდთან, ის მას იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე როდესაც მას სხვა პროდუქტებთან ერთად იხილავს, ხშირ შემთხვევაში სწორედ მას აირჩევს.

·         მომხმარებელთა ლოიალობა: ხალხს მოსწონს ბრენდთან იდენტიფიცირება. რაც უფრო ძლიერია ბრენდი, მით უფრო მეტი მომხმარებელი გამოიყენებს მას სიამაყის გრძნობით. შედეგად, თქვენი მომხმარებლები ყიდულობენ თქვენს პროდუქტს უსასრულოდ, ან თუნდაც რეკომენდაციას უწევენ მეგობრებთან.

·         თანამშრომლის დადებითი მორალი: თანამშრომელთა ლოიალობა ეს ცალკე ბონუსია, რომელიც შესაძლებელია მიიღო ძლიერი ბრენდინგის დახმარებით.  თანამშრომლები გამოავლენენ დიდ ერთგულებას, როდესაც მათ უკან ძლიერი ბრენდია. ძლიერი ბრენდისთვის მუშაობა ეს არის განსაზღვრული მიზნისთვს მუშაობა.

 

ჰომერ სტუდიოს ბრენდინგის სერვისები

ჩვენ კარგად ვიცით ბრენდინგის მნიშვნელობა. ჰომერ სტუდიოში ბრენდინგის ექსპერტებს ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვთ, რაც ბიზნესს ეხმარება საკუთარი ინდივიდუალიზმის დემონსტრირება მოახდინოს. ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი ინდივიდების გუნდი, რომელიც თქვენი ბრენდის იმიჯის ყველა ელემენტს ამუშავებს. ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ თქვენი ბრენდი გამოვიდეს ვიზუალუკრი იდენტობის ჩარჩოდან. ჩვენ გვსურს, რომ თქვენი ბრენდი იყოს გამორჩეული.

ჰომერ სტუდიოს ბრენდინგის პაკეტები ფოკუსირებულია მაქსიმალურ ეფექტურობაზე იმ ფასად, რაც ყველაზე მოსახერხებელია თქვენი საჭიროებებისთვის. გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან რათა გაიგოთ ჩენი ბრენდინგის სერვისების შესახებ  და იმასთან დაკავშირებით თუ რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ.

 

 

 

სხვა სერვისები