გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი არის ე.წ ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან მომსახურებას. ის ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმდენად რომ მისი არსებობა ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც. თქვენ შეგიძლიათ გრაფიკული დიზაინის კვალი ნახოთ ყველაფერზე - რძის პაკეტის შეფუთვიდან დაწყებული თქვენს ჭიქაზე დატანილი უბრალო ილუსტრაციით დამთავრებული.

შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ გრაფიკული დიზაინის გარეშე ჩვენს ცხოვრებას მთავარი ინგრედიენტი დააკლდებოდა. ყველა იმ სფეროში, სადაც გრაფიკული დიზაინი გამოიყენება, მარკეტინგი ყველაზე ცნობილია. მით უმეტეს, რომ ციფრულმა სამყარომ მარკეტინგი სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. გრაფიკული დიზაინის წყალობით კომპანიებს შეუძლიათ თავისი სამიზნე აუდიტორიის ყურადღება მიიქციონ. ჩამოაყალიბონ თავისი ვიზუალური იდენტობა და შეინარჩუნოს ძლიერი ბრენდის ასოციაცია. მით უმეტეს, როდესაც კონკურენტებს შორის დგომა აღარ არის ისეთი ადვილი, როგორც ადრე.

სამყარო ძალიან ხმაურიანი იმისთვის, რომ თითოეული ბიზნესის ხმა გაიგონოთ. ამრიგად, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი გრაფიკული დიზაინის სტრატეგია ნამდვილად ღირებულია. ჰომერ სტუდიოს გრაფიკული დიზაინის სერვისები ემყარება წლების გამოცდილებას და რეალურ ექსპერტიზას. ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ თქვენი ბრენდის ვიზუალური იდენტობა საუკეთესო პირველ შთაბეჭდილებას და ემოციურ რეზონანს ახდენს. წაიკითხეთ რომ გაიგოთ მეტი.

რატომ არის პროფესიონალური გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვანი?

გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი ერთობლივად მუშაობენ. თქვენი ბრენდის იმიჯი მიბმულია იმაზე, თუ როგორ იღებს მას სამიზნე აუდიტორია. უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები ბრენდს ვიზუალური გრძნობის მეშვეობით ეცნობიან. თქვენი ბრენდის სახელს, ლოგოს, ფერებს, შეფუთვას და ვებგვერდს (ყველაფერს გრაფიკული დიზაინი ამოძრავებს) წვლილი შეაქვს თქვენი ბრენდის ასოციაციაში.

 

გრაფიკული დიზაინი საზღვრავს იმას, ენდოს თუ არა აუდიტორია თქვენს ბრენდს. სანდო გრაფიკულ დიზაინს  წარმატებულ მარკეტინგულ პრაქტიკასთან ერთად შეუძლია შექმნას ბრენდის ძლიერი იმიჯი, რომელსაც ადამიანები იცნობენ და დაამახსოვრდებათ. ცუდ გრაფიკულ დიზაინს თავის მხრივ შეუძლია თქვენს ბრენდს ზიანი მიაყენონ და ყველაზე კარგი მარკეტინგული სტრატეგიაც კი დაანგრიოს.

 

გრაფიკული დიზაინის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს ის, რომ გადმოსცეს შეტყობინება ყველაზე გასაგები გზით. თქვენ აჯამებთ ძირითად შედეგებს. ამარტივებთ თქვენს შეტყობინებას და იხვეჭთ კმაყოფილებას. ამასთან, გრაფიკოს დიზაინერმა უნდა იცოდეს ისიც, თუ როგორ გაიგებს აუდიტორია ამ დიზაინს. აქედან გამომდინარე, პროფესიონალ გრაფიკულ დიზაინერებს ასევე უნდა ჰქონდეთ გაგება ადამიანის ქცევისა და ფსიქოლოგიის შესახებ.

 

ჰომერ სტუდიოს გრაფიკული დიზაინის სააგენტოს სერვისები

ჰომერ სტუდიოს გრაფიკული დიზაინის სერვისები სცილდება ლოგოს შექმნას. ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ თქვენს ბრენდს და ვიკვლევთ სხვადასხვა მონაცემებს. ამ მონაცემების გამოყენებით, ჩვენ გრაფიკული დიზაინის ინდივიდუალურ პაკეტებს ვქმნით, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი ვიზუალური იდენტობის ეფექტურობის გაზრდას. ჩვენი გრაფიკული დიზაინის ექსპერტები დაგეხმარებიან შეიმუშაოთ ეფექტური გრაფიკა, რომელსაც შეუძლია თქვენი ბრენდის წარმოჩენა. ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ბრენდინგის ყველა ასპექტი ერთმანეთში შერწყმული იქნება ეფექტური გრაფიკის მეშვეობით.

 

ჰომერ სტუდიოს გრაფიკული დიზაინის სერვისები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებით:

 

·         ლოგოს დიზაინი

·         სტაციონარული

·         ბროშურები, პლაკატები და კატალოგები

·         ილუსტრაცია

·         გრაფიკული დიზაინი სარეკლამო კამპანიებისთვის

·         ინფოგრაფიკა

·         ვებსაიტის და აპლიკაციების ინტერფეისის დიზაინი (UI)

 

ჩვენი გუნდი ისწრაფვის განავითაროს თქვენი ბრენდის იმიჯის სიღრმისეული გაგება და ურთიერთობის სტილი.  გადახედეთ ჩვენს პორტფოლიოს, რათა გაიგოთ უფრი მეტი და ნახოთ ჩვენი ნამუშევრები

სხვა სერვისები