ფოტოგრაფია

ბრენდინგის პროცესში პროფესიონალური ფოტოგრაფიის ჩართვა - შეუმჩნეველი, მაგრამ აბსოლუტურად მომგებიანი მოქმედებაა. ფოტოგრაფიას ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენს ღონისძიებაზე, ბრენდზე, პროდუქტზე და თქვენს ორგანიზაციულ კულტურაზეც კი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოტოგრაფია არ შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი პროდუქტის დემონსტრირებით, ეს ასევე არის ისიც თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ბრენდის ავთენტური იმიჯის დემონსტრირება, რაც ნდობას აძლიერებს.

 

რატომ არის პროფესიონალური ფოტოგრაფია მნიშვნელოვანი

·         რეალური ფოტოები უფრო მიმზიდველია

·         ორიგინალური ფოტოები თქვენს ბრენდს ნამდვილ და სანდო იმიჯს უქმნიან

·         ფოტოგრაფიის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი პროდუქტის საუკეთესო მახასიათებლებზე გააკეთოთ აქცენტი

·         თქვენი ოფისისა და გუნდის ჩვენება ადამიანებს თქვენს მიმართ ნდობას გაუჩენს

·         გააუმჯობესებს თქვენი საიტის ვიზუალურ მხარეს

·         ფოტოები ხელს გიწყობთ სოციალურ ქსელში სწრაფ აღმასვლაში (წყარო)

·         უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან

·         ეფექტურად ეურთიერთებით თქვენს აუდიტორიას 

 

 

ფოტოგრაფიული მომსახურების შესახებ

 

ფოტოგრაფია - ის კომპონენტია, რომელიც თქვენი ბრენდის ვიზუალური ენის გაუმჯობესებას აკლია. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ფოტოგრაფია აუცილებლობა იყო მარკეტინგული მიდგომებისთვის, რომელიც ძირითადად ონლაინ სფეროს მიღმა ვითარდებოდა. ის მოიცავდა ფოტოების გადაღებას ბილბორდებისთვის, ჟურნალებისთვის, ფლაერებისა და პოსტერებისთვის. დღეს ციფრული სამყაროს განვითარებამ ფოტოგრაფია მარკეტინგული სტრატეგიების განუყოფელ ნაწილად აქცია და ის ბეჭდური მასალების მიღმაცაა.

დღესდღეისობით, სხვადასხვა სახის ფოტოგრაფიული მომსახურება მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ არხებსაც. ფოტოგრაფიული მომსახურება ასევე შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ჯგუფებად თითოეული ფოტოს მიზნისა და თემის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ფოტოგადაღება ძალიან გავრცელებულია, ეს არ არის ერთადერთი სარგებელი, რომელიც თქვენმა ბიზნესმა ფოტოკამერის წინ გამოჩენით შეიძლება მიიღოს, ასევე არსებობს ფოტოგრაფიული სერვისების სხვა ეფექტური ტიპებიც, რომელიც შეიძლება განიხილოთ თქვენი ბიზნესისთვის:

·         სარეკლამო და lifestyle  ფოტოგრაფია

·         პროდუქტის ფოტოგრაფია

·         ღონისძიების ფოტოგრაფია

·         ფუდფოტოგრაფია

·         პორტრეტის ფოტოგრაფია

·         ფეშენ ფოტოგრაფია

·         არქიტექტურული ფოტოგრაფია

ჰომერ სტუდიოს ფოტოგრაფიული მომსახურება

როცა საქმე თქვენი ბიზნესის ან და დიდი ღონისძიების ფოტოგადაღებამდე მიდის, DIY ანუ თვითშემოქმედება სწორი მიდგომა არაა. დროის, ენერგიის და ფულის დაზოგვისთვის საჭიროა, რომ ამაზე პროფესიონალებმა იზრუნონ. ფოტოგრაფია ასევე მოითხოვს ღრმა ცოდნას, კრეატიულობას და სანდო აპარატურას. ჰომერ სტუდიოს შეუძლია ზუსტად ამის შემოთავაზება და უფრო მეტისაც. ჩვენი მომხიბვლელი შედეგების უზრუნველყოფის მთავარი გასაღები არის ის, თუ როგორ შეგვიძლია აღვბეჭდოთ ისტორია ყოველი მომენტის უკან. ჩვენ თითოეული გადაღების ყველა დეტალი გათვლილი გვაქვს. ხარისხი, კი ჩვენ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების საშუალებით შევიძინეთ.

ფოტოს გადაღება ეს იმ ძალისხმევის მხოლოდ ნახევარია, რასაც ჩვენ ვდებთ თითოეულ ფოტოგრაფიულ სერვისში. ჩვენი გუნდი ყოველთვის სამაგალითო ნამუშევრებს აწვდის მომხმარებელს, რადგან ასევე დიდი დრო და ძალისხმევა ეძღვნება ფოტოების უახლესი ტექნიკის გამოყენებით გაუმჯობესებას. პროფესიონალური შეხებით, კონტრასტებითა და შუქ-ჩრდილის თამაშით ჩვენ სულს შთავბერავთ თქვენს ფოტოებს.

იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა ის თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღე, რომლის აღბეჭდვასაც ცდილობთ, ან თქვენი ბიზნესის რა ასპექტების რეკლამირება გსურთ ჰომერ სტუდიოს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ პროფესიონალი ფოტოგრაფებით. დაგვიკავშირდით ახლავე და გაიგეთ უფრო მეტი ჩვენი მომსახურებების შესახებ.

 

სხვა სერვისები