UI/ UX დიზაინი

 

UI/ UX დიზაინი პროფესიონალური სფეროა, რომელიც მოიცავს მარკეტინგს, ფსიქოლოგიას, დიზაინს და ვებ-განვითარებას. ის პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს თქვენი მომხმარებელი თქვენს ბრენდთან ან პროდუქტთან. რაც შეეხება ვებსაიტებს, პროგრამებს და ონლაინ პლატფორმებს, მომხმარებლის გამოცდილება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს უნიკალურ ციფრულ არსებობას. სწორედ ამიტომ ბრენდები ინვესტიციას დებენ UI/ UX დიზაინში რათა თავისი პროდუქტის გამოყენების უბრალოება და მიმზიდველობა უზრუნველყონ.

რა არის მომხმარებლის გამოცდილება (UX)?

მომხმარებლის გამოცდილების განსაზღვრებაა ის, თუ როგორ ურთიერთობს მოხმარებელი თქვენს პროდუქტთან, თუმცა უკანასკნელ წლებში მომხმარებელთა გამოცდილება იკავებს მყიდველის მოქმედებების დიდ ნაწილს. ყოვლისმომცველი მომხმარებლის გამოცდილება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა შეძლოს მოხერხებულად გამოიყენოს თქვენი ვებსაიტი, იყიდოს რამე, გამოიყენოს პროდუქტი და მიმართოს მომხმარებელთა დახმარების სერვისსაც. UX პროცესი თავისთავში მოიცავს ბრენდინგის, დიზაინის, შინაარსის და გამოყენების სიმარტივის ყველა ასპექტს. კარგად შემუშავებული UX ამაღლებს ბრენდის ცნობადობას, ეხმარება მომხმარებლის მოზიდვაში და უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას. თქვენს პროდუქტთან უპრობლემო ურთიერთქმედებას, ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს მომხმარებლის ჩართულობას და მომხმარებელთა ლოიალობას. გარდა ამისა, ეს ბრწყინვალე გზაა თქვენს ვებსაიტთან მომხმარებლების ინტერაქციის გასაუმჯობესებლად.

რა არის მომხმარებლის ინტერფეისი UI?

ინტერფეისი არის მომხმარებლის გამოცდილების ქვეკატეგორია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის გამოცდილება აქცენტს აკეთებს საერთო გამოცდილებაზე, ინტერფეისი არის დიზაინის ზედაპირი და შეგრძნება. ძირითადად, UI არის წვდომის წერტილი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი თქვენს ბრენდთან ურთიერთობს. სანდო ინტერფეისი მომხმარებლის გამოცდილებასთან ერთად მუშაობს. შესაბამისმა UI-მა შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენი საიტის მუშაობასა და SEO-ზე. უფრო მეტიც, ვებსაიტს ან პროგრამას, რომელსაც აქვს მოსახერხებელი და მიმზიდველი ინტერფეისი, უფრო მეტი ალბათობით აქვს მაღალი კონვერსიის მაჩვენებელიც.

პროფესიონალური UI და UX დიზაინის უპირატესობები

დღესდღეობით ბიზნესი ცდილობს ციფრული არხების მაქსიმალურად გამოყენებას. თქვენი პროდუქტის ონლაინ სივრცეში რეკლამირების შესანიშნავი გზა - მოსახერხებელი ვებ საიტია. თქვენი საიტი არის იმის გამოხატულება, თუ როგორ წარმოადგენთ თქვენს ბრენდს ციფრულ სამყაროში. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მომხმარებელს მოსწონს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დაფუძნებულია საიტის გამოყენების მოხერხებულობაზე, ფუნქციონალურობაზე და ვებგვერდის საერთო სახეზე. თუ გსურთ გამოირჩეოდეთ თქვენს კონკურენტებს შორის, დარწმუნდით, რომ თქვენი ვებსაიტი ემთხვევა თქვენი მომხმარებლის საჭიროებებს.

გამოცდილმა დიზაინერებმა იციან, როგორ გაამართლონ მომხმარებლების მოლოდინი.  არსებობს ვებსაიტის დიზაინისა და მისი UI / UX -ის ბევრი ასპექტი.  პროფესიონალური გუნდი ყველა ამ ასპექტს ითვალისწინებს.  ჰომერ სტუდიოს დიზაინისა და განვითარების გუნდს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება UI / UX-ის შემუშავებასთან დაკავშირებით.  ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ, რომ თქვენმა ბრენდმა წარმოადგინოს მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება, რომლის შედეგიც მაღალი ROI (ინვესტიციების დაბრუნება) იქნება. დაგვიკავშირდით ჩვენს დიზაინერთან ჯგუფთან დეტალური კონსულტაციისთვის.

 

 

 

სხვა სერვისები