ვებგვერდისა და აპლიკაციის დეველოპმენტი

 

ვებგვერდებისა და აპლიკაციების შექმნაზე მომუშავე სააგენტოებს მოთხოვნები ყველა  სახის ბიზნესისგან მისდით. რაც მეტი ფირმა აცნობიერებს ინტერნეტში ყოფნის მნიშვნელობას, მით უფრო მოწადინებული არიან, რომ საკუთარი ვებსაიტი და მობილური აპლიკაციაც კი ჰქონდეთ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, განურჩევლად იმისა, რა მასშტაბისაა ბიზნესი თუ ინდუსტრია. ებსაიტის ქონა ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია თქვენი ბიზნესის ინტერნეტში წარმოჩენისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის ჭკვიანურად გადადგმა. ერთადერთი საშუალება, რომ ვებგვერდისა და აპლიკაციისგან ნამდვილი სარგებელი მიიღოთ არის ის, რომ ის წესების შესაბამისად უნდა იყოს შექმნილი და განვითარებული. ვერავინ დააზიანებს თქვენი ბრენდის ონლაინ იმიჯს ისე, როგორც ცუდად შექმნილი და განვითარებული ვებსაიტი ან აპლიკაცია.

თუ ონლაინსივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და თქვენი ბრენდისთვის საიტის ქონა გსურთ, დარწმუნდით, რომ ამაზე პროფესიონალების გუნდი იზრუნებს. ვებგვერდისა და აპლიკაციის განვითარება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ კოდირება. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კრეატიულობა, ინოვაცია და ბიზნესხედვა.

მნიშვნელოვანი ელემენტები დამაჯერებელი ვებსაიტის შექმნისთვის

ვებ-განვითარება პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ვიზიტორთა საჭიროებებს. ვიზიტორებს მოსწონთ სწრაფად და მარტივად იპოვონ ის, რაც სურთ,. ეს სასიამოვნო გამოცდილება მათ თქვენ ვებსაიტზე არაერთხელ დააბრუნებს. თანდათანობით თქვენი საიტი გარდაიქმნება ინფორმაციის, პროდუქტის ან მომსახურების სანდო წყაროდ. სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს? სხვადასხვა ბიზნესი ორიენტირებულია მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე. არ არსებობს ერთი ტიპის ვებსაიტი ან პროგრამა, რომელიც ყველას შეესაბამებოდა. ეს იმიტომ რომ არსებობს ვებ-განვითარების სხვადასხვა ასპექტი. თითოეული ვებსაიტი განსხვავდება სხვებისგან, ისევე როგორც მათი შემადგენელი ელემენტები. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც ყველა ვებსაიტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ეფექტურობისა და ჩართულობისთვის.

1.     ნავიგაცია ვებ საიტზე:ეს ხშირად განიხილება როგორც ვებ განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რამდენად ლამაზად და ესთეტიურად გამოიყურება თქვენი საიტი, ის ვერ გადააქცევს ვიზიტორებს მომხმარებლებად თუ ადვილი არაა მისი გამოყენება.

2.     ვიზუალური დიზაინი: ფერები როგორც წესი შეუმჩნეველია. მაგრამ მათი წვლილი დიდია საიტის ვიზუალში. ამრიგად ფერთა სწორი სქემის არჩევა ვებდიზაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. პროფესიონალმა გრაფიკოს დიზაინერებმა კარგად იციან გაიდლაინები, როდესაც საქმე ვებ გვერდის შექმნას ეხება.  ჩვენი UI და UX გუნდი ყოველთვის გამოირჩევა თვალწარმტაცი დიზაინის შექმნით.

3.     კონვერსია: თუ თქვენ გაქვთ ვებ საიტი, ალბათ გსურთ ფულის გამომუშავებაც.  ამას ყველა საიტი პროდუქციის გაყიდვით არ აკეთებს. ზოგიერთი სთავაზობს მომსახურებას ან სასწავლო მატერიალს. მიუხედავად იმისა თუ რა ბიზნესი გაქვთ, თქვენმა საიტმა უნდა გაადვილოს ვიზიტორების მომხმარებლად გადაქცევა. ეს ვებ განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად იგნორირებული ელემენტია. 

მობილური აპლიკაციის შექმნის სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

გაინტერესებთ გჭირდებათ თუ არა მობილური აპლიკაცია თქვენი ბიზნესისთვის?  მიუხედავდ იმისა, რომ აპლიკაციის შექმნის აუცილებლობა ყველა ბიზნესისთვის არაა, ზოგიერთ მათგანს ამით დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. აქ ჩამოთვლილია ბრენდისთვის აპლიკაციის შექმნის  რამდენიმე უპირატესობა:

·         მომხმარებლის ლოიალურობის პროგრამის არსებობა

·         ბრენდის ძლიერი იმიჯი

·         უკეთესი კომუნიკაცია მომხმარებლებთან

·         მომხმარებლების ინფორმირება უახლესი გაყიდვების აქციების ან ახალი პროდუქტების შესახებ.

რატომ ჰომერ სტუდიო

უმეტეს შემთხვევაში ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნა ერთი რამაა და რეკლამირება და დიზაინი სხვა რამ. ჰომერ სტუდიოში ასე არაა. ჩვენ კრეატიულ დიზაინერულ იდეებს შესაძლო ტექნიკურ ინტეგრაციაში ვაზავებთ.  როდესაც თქვენ ჩვენ მოგვანდობთ თქვენი ვებსაიტის ან აპლიკაციის დიზაინს და განვითარებას, არაფერზე იღელვოთ. ჩვენი გუნდი სხვადახხვა დარგის სპეციალისტებისგან შედგება, მათ შორის დიზაინის, პროგრამირების, რეკლამისა და მარკეტინგის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ვებსაიტის ყველა ასპექტზე იზრუნებენ.

დაგვიკავშირდით, რომ მეტი გაიგოთ ჩვენს ვებ და აპლიკაციების განვითარების სერვისებზე.

 

 

 

 

სხვა სერვისები